უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს იწყებენ

ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს მომავალ კვირას დაიწყებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს გარანტიები ძალაში იქნება, ვიდრე უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, რაც უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა.

„ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ომი გრძელდება და ჩვენჯერ არ შეგვიძლია ალიანსში შესვლა, ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სანდო გარანტიები გარდამავალი პერიოდისთვის," - განაცხადა ერმაკმა.


მისი თქმით, G7-ის დეკლარაციას უკვე შეუერთდა ათზე მეტი ქვეყანა და თითქმის ყოველ კვირას უერთდებიან ახალი ქვეყნები.

ერმაკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი წინაპირობაა თემების, რეგიონების და მთელი უკრაინის აღდგენისა და განვითარებისათვის.


ვილნიუსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს.