პოლიციამ ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საკრუიზო ლაინერის - Astoria Grande-ს ჩასვლის გასაპროტესტებლად აქცია იმართება, 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის განცხადებით, „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ" მოქალაქეები.“
Astoria Grande დღეს, 31 ივლისს შემოვიდა, თუმცა მისი მგზავრები ჯერ ლაინერიდან არ გადმოსულან. რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად გაგზავნილი ავტობუსი აქციის მონაწილეები ადგილზე არ შეუშვეს.