ამერიკის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს, რომ ჰქონდეს ჩინეთთან. ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის ინიციატივოდან „ერთი სარტყელი ერთი გზა“ მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის.
„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ტოვებს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხსენებული ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო ამ ქვეყნებისთვის. „იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება. ეს საქართველოს მთავრობის არჩევანია, ვის აირჩევს პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას ისე, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში და ეს ის პარტნიორობაა, რამაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის,“- განუცხადა ელჩმა მედიას.