ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
„ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, უკრაინის მოქალაქეა.
ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები. აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემს, რომელზეც ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. Astoria Grande-ს მგზავრები ლაინერიდან ავტობუსით გამოიყვანეს.