სომხეთში, ერევანში დღეს მომხდარმა 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. ამის შესახებ იფორმაციას სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ავრცელებს.
სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი კი სოციალურ ქსელებში ინფორმაციას ავრცელებს მიწისძვრის შედეგად დაშავებული ადამიანის შესახებ.
დღეს სომხეთში მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა. მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით შენობებს ტოვებდა.
ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ერევნიდან სამხრეთით, 13 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. დღეს, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს სეისმოლოგიურმა ცენტრმაც გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს საზღვრიდან 122 კილომეტრის დაშორებით, სომხეთში მიწისქვეშა ბიძგების დაფიქსირების შესახებ.