რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი მოლდოვას საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქციისთვის 60 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, ეს თანხები მოხმარდება 3 ახალი სკოლის მშენებლობას, 15 სკოლისა და 15 საბავშვო ბაღის შეკეთებას.
დაახლოებით 19,8 მილიონი აშშ დოლარი გრანტის სახით, კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი კი, სესხის სახით გამოიყოფა.