ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ჩინეთთან საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აკრიტიკებს.
„მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის. რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი „ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს,“ -წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.