მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა.
უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამია, რომ უახლოეს ხანში უწყება გააუქმებს რუსეთის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც.
„2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა შეაჩერა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ეს შეთანხმებები პრაქტიკულად არ მოქმედებს,“ – ნათქვამია პრესრელიზში.
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, აღნიშნული შეთანხმებების პროტოკოლი მოიცავდა „იურიდიულ საბაბს, რომლითაც რუსეთი ამართლებდა დნესტრის მარცხენა ნაპირზე რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნას.“