საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841 -ს შეადგენს.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 329 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ზოგადი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12841
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6867
მათ შორის გარდაცვლილი – 102
კარანტინის რეჟიმში – 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393