საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმნისტრაციის ცნობით, ალმათის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი, ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალიშერ აბდიკადიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.