სენატმა დონალ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ. ტრამპი 43-მა სენატორმა გაამართლა, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო. იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). დასკვნით ეტაპამდე, სენატორებმა პრეზიდენტის იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროცესზე მოწმეებს აღარ გამოიძახებდნენ.
ამის ნაცვლად კი საქმეს დაემატა „რესპუბლიკელი“ ჰერერა ბატლერის წერილობითი განცხადება, რომელშიც ყვება 6 იანვარს დონალდ ტრამპსა და წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერ, კევინ მაკარტის სატელეფონო საუბრის შინაარსს.
ჰერერას თქმით, ტრამპი ამ სატელეფონო საუბარში ამტკიცებდა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში რადიკალი მემარცხენე მოძრაობა „ანტიფას“ წევრები შეიჭრნენ და არა მისი მომხრეები; ამავე საუბრის დროს კი ტრამპი, კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი იყო.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს.
იმპიჩმენტის დამტკიცებისთვის საჭიროა იყო 67 „რესპუბლიკელის“ ხმა. კონგრესში 50 „რესპუბლიკელი“ და 50 „დემოკრატი“ სენატორია.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ტრამპის იმპიჩმენტი უკვე მეორედ არ შედგა.