აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების DJI Mavic 3 ტიპის კვადროკოპტერი ჩამოაგდეს.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ კვადროკოპტერი გორუსის რაიონის დიღის დასახლებიდან გაუშვეს. მან ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე გადაფრენა სცადა, თუმცა აზერბაიჯანის არმიამ მისი ხელში ჩაგდება შეძლო.
სომხეთის კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.