ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უმასპინძლოს Astoria Grande-ს. მან პირობა დადო, რომ „რუს ტურისტებს თბილად დახვდებიან.“
„რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება,“ - განუცხადა ბჟანიამ TASS-ს, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე კომენტირებისას.
გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა. ლაინერი მარშრუტზე სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი მოძრაობდა. საქართველოში ლაინერის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
„Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერი ბათუმში რეისებს შეწყვეტს, რადგან მხოლოდ ორი რეისი იგეგმებოდა და ეს რეისები უკვე შესრულებულია,“ ამტკიცებს RBC-სთან საუბარში Miray Cruises-ის პრესსამსახური. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმი ამოღებულია Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერის მარშრუტებიდან.