ირანისა და ავღანეთის საზღვარზე აფეთქება მოხდა

Reuters-ის ცნობით ირანისა და ავღანეთის საზღვარზე საწვავის გადამზიდი სატვირთოები აფეთქდა.

აფეთქებისას 60-მდე ადამიანი დაშავდა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ახლომდებარე ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხდა. მხარეების ცნობით, ზარალი მილიონობით დოლარს აჭარბებს. თავდაპირველი მონაცემებით, შემთხვევის მიზეზი საწვავის ტანკერის აფეთქება იყო, თუმცა მალევე ოფიციალურმა პირებმა განცხადება შეცვალეს და თქვეს, რომ მიზეზი უცნობია.

ხანძრის დროს 500-მდე ავტომობილი დაიწვა, დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯებით უცნობია.