თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი, ევაკუაცია გამოცხადდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ არსებობს ეჭვი, გაკეთებული შეტყობინების შინაარსისიდან გამომდინარე. შენობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1-ში მდებარეობს.
ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა, რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.