იაპონიის ქალაქ ფუკუშიმაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წერს BBC. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შედეგადად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მიწისძვრა 2011 წლის მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია და 18,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მიუხედავად ოფიციალური პირების მოწოდებისა, მოქალაქეების ნაწილმა სახლი მაინც დატოვა.
ადგილობრივმა მთავრობამ ზარალის შეფასება დაიწყო. ელექტროენერგიის შეფერხების გამო, მაღალი სიჩქარის მატარებლების ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია.