აშშ-მ მოლდოვას სამხედრო დახმარება გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვას სამხედრო დახმარება გადასცა. ამის შესახებ მოლდოვაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. კერძოდ, მოლდოვის ეროვნულ არმიას სამხედრო ტექნიკა მიეწოდა.

„ბოლო 31 წლის განმავლობაში, მოლდოვის ამჟამინდელი და წინა მთავრობების მოთხოვნით, შეერთებული შტატების მთავრობამ შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეშვეობით 123 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება, წვრთნა, განათლება და 36 მილიონ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყო,“ - წერია ინფორმაციაში.


საელჩოს ცნობით, აშშ 2019 წელს მოლდოვასთან შეთანხმდა რეგულარული თავდაცვის დახმარებაზე და უახლესი პაკეტიც მიწოდების ნაწილია.

თავის მხრივ, მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პაკეტი მოლდოვის სამხედრო მოდერნიზაციისა და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში გამოცხადდა. დახმარების სხვა დეტალები დაკონკრეტებული არ არის.