COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 357 ადამიანს დაუდასტურდა, 652 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დადებითობის მაჩენებელი: 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.85%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3.06%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.76%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 557 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 258 093 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 352 გარდაიცვალა.

357 ახალი შემთხვევიდან 150 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 27, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 086, საიდანაც: 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 875, აჭარაში - 170, იმერეთში - 446.

მძიმე პაციენტი: 435. მათ შორის, თბილისში - 174, აჭარაში - 39, იმერეთში - 130.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 105. მათგან თბილისში - 70, აჭარაში- 5, იმერეთში - 12. 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126- თბილისში, 98- აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 900 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 43.

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 802 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 675 პირი, აჭარაში - 629, იმერეთში - 1 394.