თბილისში, სვანეთის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სვანეთის ქუჩაზე ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლს ცეცხლი უკიდია.

ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო.