კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
ამის შესახებ ამ ქვეყნების საელჩოები იუწყებიან.
სომხეთში ამერიკის საელჩოს ცნობით, ვიზიტის დროს ამერიკელი დიპლომატი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს და განიხილავს მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებს.
საელჩომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პროცესს, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს.
„ბონო გეგმავს შეხვედრებს მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან სომხურ-აზერბაიჯანული სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ის ეწვევა როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს“, - აცხადებენ თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ ლუი ბონო რეგიონს მიმდინარე წლის მაისში ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მან ბაქოსა და ერევანში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხები განიხილა.