ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა.
მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, რეანიმაციაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს.
2020 წლის წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.