ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავება დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ ტრევის კინგის პატიმრობის შეესახებ ცნობა დაადასტურა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარისკაცის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაერომ მოითხოვა. ამის შესახებ ორგანიზაცია თავად იუწყება.

23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს სამხრეთ კორეიდან საზღვარი გადაკვეთა, რის შემდეგაც ვარაუდობდნენ, რომ ის დააკავეს.


გაეროს სარდლობამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ფხენიანის პასუხის შესახებ მეტ დეტალს ვერ გაასაჯაროებენ. ამბობენ, რომ არ სურთ, ჯარისკაცის სახლში დაბრუნებას ხელი შეუშალონ.

BBC წერს, რომ გაეროს ეს პასუხი მიუთითებს, რომ ფხენიანი შეიძლება, მზად იყოს მოლაპარაკებების დასაწყებად.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეელებმა უპასუხეს მოთხოვნას და დაადასტურეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცი მათ პატიმრობაში იმყოფება.


ტრევის კინგი დაზვერვის სპეციალისტია, რომელიც ჯარში 2021 წლის იანვრიდან იმყოფებოდა და როტაციის ფარგლებში სამხრეთ კორეაში მსახურობდა.