დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო. არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია მსგავსი რამ და ეს ნადირობა კვლავ გრძელდება, რადგან ჩვენი ოპონენტები ვერ ივიწყებენ იმას, რომ თითქმის 75 მილიონმა ადამიანმა სულ რამდენიმე თვის წინ მხარი დამიჭირა“, - აცხადებს ტრამპი.
განცხადებაში ტრამპი აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ის ისტორიაში „კუდიანებზე ნადირობის“ კიდევ ერთი უდიდესი თავი იყო.