მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, დღემდე კოვიდ 19-სგან 28 608 404 ადამიანი განიკურნა, 1 085 482 კი - გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 037 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 7 175 880 ინფიცირებულით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5 103 408 ადამიანს დაუდასტურდა.