ეფექტურობის გამოსავლენად, AstraZeneca ვაქცინას ბავშვებზე შეამოწმებს. წერს BBC.
კვლევის მთავარი მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ეფექტურია პრეპარატი ბავშვებისთვის, კორონავირუსის დასაძლევად. კომპანიის ცნობით, კვლევაში 300-მდე მოხალისე იქნება ჩართული.
საცდელი პერიოდის განმავლობაში 240-მდე ბავშვი ვაქცინას მიიღებს, ხოლო დანარჩენს მენინგიტს საწინააღმდეგო პრეპარტს გაუკეთებენ.
16-წლამდე პაციენტებისთვის ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა არაა ავტორიზირებული. თუმცა ოქსფორდის ვაქცინის კვლევაში ჩართული პედიატრის, ადრიუ პოლარდის თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაზე ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოებისა და იმუნური რეაქციის დადგენა.