შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.