პერუს ჯანდაცვის მინისტრი, პილარ მაზეტი გადადგა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ვაქცინის გამოცდის პერიოდში ფარულად მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ ჩინური ვაქცინის ორი დოზა საპრეზიდენტო სასახლეში ოქტომბერში გაიკეთა. კანონმდებლები ყოფილ მინისტრს ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულობაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტიც აცხადებს, რომ მინისტრმა ამის შესახებ არ იცოდა.
ვისკარა იმპიჩმენტის წესით გაასამართლეს და უფლებამოსილება ნოემბერში კორუფციაში ბრალდებებისთვის შეუჩერეს.