კოსოვოში დღეს ვადამდელი საპარტლამენტო არჩევნები იმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრა, რომლის თანახმად ავდულაჰ ჰოტის ქვეყნის პრემიერი გახდა, ბათილად ცნო. გადაწყვეტილების მიზეზი კი უმრავლესობის წევრის, ეტიმ არიფის თაღლითობაში დადანაშაულება გახდა.
„გამარჯვებას ოპოზიციურ, პარტიას „თვითგამორკვევა“ (Vetevendosje) უწინასწარმეტყველებენ, რაც კიდევ უფრო გაართულებს დასავლეთის მცდელობას, გადაიჭრას სერბეთთან ათწლეულების განმავლობაში არსებული ტერიტორიული დავა. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, პარტია „თვითგამორკვევა“ ხმების 45-55%-ს მიიღებს ეთნიკურად ალბანელ მოსახლეობას შორის. კოსოვოს 1.9 მილიონიან მოსახლეობაში, ალბანელები 90%-ს შეადგენენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც გასულ წელს, ხუთი თვის განმავლობაში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, აცხადებს, რომ სერბეთთან დიალოგისას კომპრომისი არ უნდა არსებობდეს“, - წერს ბრიტანული მედია.
აღსანიშნავია, რომ ეს კოსოვოს დამოუკიდლობიდან (2008 წელი) უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნებია.