Reuters-ის ცნობით, ისრაელი მარტიდან ეკონომიკის აღდგენას იწყებს.
მსოფლიოში ვაქცინირებულთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით, ისრაელი თებერვლიდან სასტუმროებსა და სავარჯიშო დარბაზებს გახსნის. დაწესებულებების მომსახურების მისაღებად მოქალაქეები უნდა იყვნენ აცრილნი, ან კორონავირუსი გადატანილი ჰქონდეთ. აცრილი მოქალაქეები „მწვანე საშვით“ ისარგებლებენ, სადაც მათი მონაცემები შეინახება.
ნაჰმან აშის თქმით, 9 მარტიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება. „ბიზნესები თანდათან გაიხსნება, რათა ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვა არ გახდეს საჭირო“, - აცხადებს პანდემიასთან გამკლავების კოორდინატორი.
ისრაელის მოსახლეობის 30%-ზე მეტი უკვე აცრილია, მომავალი თვითვის ქვეყანაში მოსახლეობის ნახევრის აცრას ელოდებიან.