Politico: რვა უკრაინელი მფრინავი F-16-ებზე წვრთნებისთვის მზადაა

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Politico-სთან განაცხადეს, რომ რვა უკრაინელი პილოტი, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურს, მზად არის, დაიწყოს წვრთნა მოიერიშე თვითმფრინავებზე, როგორც კი ევროპელი მოკავშირეების მიერ ოფიციალური სასწავლო გეგმები შემუშავდება და შეერთებული შტატები ამ გეგმას დაამტკიცებს.

სულ დასახელდა 32 უკრაინელი მფრინავი, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ წვრთნებში, თუმცა მათ ჯერ ინგლისური ენის ცოდნის დონე უნდა აიმაღლონ. 

აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს.