არაბთა საემიროების კოსმოსურმა მისიამ პირველი ფოტო გამოაგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფოტო მარსის ზედაპირიდან 24 700 კილომეტრის სიშორიდან, 10 თებერვალსაა გადაღებული.
ზონდი ახლა მარსის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. ორბიტაზე მოძრაობისას ის პლანეტას ყველაზე ახლოს 1000 კილომეტრზე მიუახლოვდება, ხოლო ყველაზე შორის 50 000 კილომეტრის მანძილზე დაშორდება. მისიის ფარგლებში მისია შეისწავლის, როგორ მოძრაობს ენერგია ატმოსფეროში, მარსის ზედაპირიდან ატმოსფეროს ზედა შრეებამდე. გარდა ამისა, ზონდმა ასევე უნდა შეისწავლოს მარსიდან კოსმოსში მოხვედრილი წყალბადისა და ჟანგბადის ნეიტრალური ატომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ მარსზე ოდესღაც დიდი რაოდენობით იყო წყალი. ეს კვლევა მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, როგორ შეიცვალა პლანეტა ათასწლეულების მანძილზე.