რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 15 წელი გავიდა. საქართველო არის ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენება.
„რუმინეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.