მეთიუ მილერი: რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტრადოციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას განაგრძობს.

„ვფიქრობ, მკაფიოდ ვთქვით სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გავაგრძელებთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ", - განაცხადა მეთიუ მილერმა.


რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე შეკითხვის საპასუხოდ, მილერმა განაცხადა, რომ უკრანაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთვის დაწესებული სანქციები მიმართულია მისი სამხედრო ძალის შესაძლებლობების შესამცირებლად.


„სანქციებმა ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. მისი სამიზნეა რუსეთის შიგნით არსებული კრიტიკული სექტორები. ამდენად, ვფიქრობ, რუსეთისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯების ჩამონათვალი არსებობს," აღნიშნა მეთიულ მილერმა.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენკის „მშვიდობის ფორმულა“ საქართველოსაც მიესადაგება, რაზეც სპიკერმა უპასუხა, რომ მას არ სურს ორი სხვადასხვა სიტუაციის მქონე ქვეყნის შედარება.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.