დღეიდან კვების ობიექტები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ

დღეიდან კვების ობიექტები, კაფე-ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეილება სააკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

შეზრუდვა არ უქმდება შაბათ-კვირას.

ღია სივრცეში სკამების და მაგიდების განთავსება შეუძლია ნებისმიერ კვების ობიექტს. მათ საკუთრების წინ მდებარე ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს თბილისის მერია. თუმცა, შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს.