დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება ბუნებაში გასვლისას.


  • არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა
  • ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქრალია
  • არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი
  • არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით.
  • საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
  • გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა.
  • ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.
    გაუფრთხილდით გარემოს!