11 აგვისტოდან ლატვია გააძლიერებს უსაფრთხოებას ლუძის, კრასლავის, აუგსდაუგავისა და დაუგავპილსის რეგიონების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთსა და ბელორუსს ესაზღვრება.
ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ლიეტუვამ და პოლონეთმა ბელორუსიდან მიიღეს ინფორმაცია საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების შესახებ.
2023 წლის იანვრიდან, ლატვიაში ჰუმანიტარული მიზნებით, 282 ადამიანი შევიდა, მათ შორის 117 ბავშვი.
ევროკავშირმა 2012 წელს მიგრაციულ კრიზისში ბელორუსის ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა უწყებებმა არამხოლოდ ვერ შეაჩერეს არალეგალი მიგრანტები, არამედ განზრახ შეუწყვეს მას ხელი. მიგრანტთა კრიზისის გამო, ლიეტუვამ და ლატვიამ ბელორუსის მოსაზღვრე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვამ და პოლონეთმა საზღვარზე ღობეებიც ააშენეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
ბოლოს ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნის.