საქართველოში პირველი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი იმყოფება.
როგროც ვენდი მორტონი Twitter-ზე წერს, დიდი ბრიტანეთი და საქართველო ახლო მოკავშირეები არიან და ის მოხარულია, რომ ეს ურთიერთობები სულ უფრო მტკიცე ხდება.
"დილა მშვიდობისა საქართველო! მშვენიერია, რომ დღეს ჩემი პირველი ვიზიტით თბილისში ვიმყოფები. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობები სულ უფრო მტკიცე ხდება", - წერს მინისტრი.
ბრიტანელი მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.