აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ბელორუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა მინსკის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ რვა ფიზიკური და ხუთი სუბიექტი დაუმატა. განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 9 აგვიტოს.

როგორც ცნობილია, „შავ სიას“ ასევე დაემატა ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანია „ბელავია“, ბელორუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი და მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა.


„ბელავიას“ წინააღმდეგ უფრო ადრე ევროკავშირმა დააწესა სანქციები მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩის დასაპატიმრებლად მოაწყო.


2020 წლის კენჭისყრაში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. არჩევნების შედეგებს ევროკავშირი და აშშ არ ცნობენ.

ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.

ხაზინის დეპარტამენტის განმარტებით, სანქციების სამიზნეები მონაწილეობენ ბელორუსის რეჟიმის რეპრესიებში და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ომს უჭერენ მხარს.