ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 165 ადამიანს დაუდასტურდა, 639 გამოჯანმრთელდა, 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 197 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 722 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 258 732, გარდაიცვალა 3 363 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენელი: 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.5%. 14 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 1.85% იყო.
165 ახალი შემთხვევიდან 57 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 10, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 6, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
:მძიმე პაციენტი: 425, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 39, იმერეთში - 127.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 101, მათგან თბილისში - 69, აჭარაში - 5, იმერეთში - 12.
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 - თბილისში, 104 - აჭარაში, 13 - იმერეთში. 1 437 მკურნალობს ბინაზე.