მოსკოვი ისევ დრონების თავდასხმის სამიზნეა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა.
„საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - დაწერა მან Telegram-ზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს.
30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა.
რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.