საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრელებს.
"დღეიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი http://workabroad.moh.gov.ge/ ამოქმედდა.
მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო, სარეგისტრაციო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს.
აღნიშნული ხარვეზი დღის განმავლობაში გამოსწორდება.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.