გერმანია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში სარაკეტო სისტემა Patriot-ის სამ დივიზიონს წლის ბოლომდე დატოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოლონური სააგენტო ავრცელებს.
ხსენებულ საკითხზე გერმანიასთან შეთანხმების მიღწევა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა. კერძოდ, წლის ბოლომდე პოლონეთი მზად იქნება, მოახდინოს გერმანული Patriot-ის ტიპის სისტემების ინტეგრირება ქვეყნის ერთიან საჰაერო თავდაცვაში.
უკრაინის საზღვრის მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად, სამი გერმანული დივიზიონი 2023 წლის იანვრიდან განლაგდა.
გასული წლის ნოემბერში რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა.