რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, “მიზანმიმართული პროვოკაციაა”.
რუსული მხარის მტკიცებითვე, ამის მიზანი ვითარების ესკალაციაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.