პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში

გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია და Reuters-ი ავრცელებენ.

კერძოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხსენებულ საკითხზე პრაღაში, ჩეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ კითხვას პისტორიუსმა შემდეგნაირად უპასუხა:

„სადაც პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ მხარდაჭერა, ისინი მიიღებენ მას. ისინი NATO-ს პარტნიორები და NATO-ს სანდო მოკავშირეები არიან. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მზად ვართ.“


პისტორიუსის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 19 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის.

პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას აქტიურად ითხოვენ.

ასევე წაიკითხეთ: