მოსკოვში 11 აგვისტოს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. უფრო ადრე კი, „ვნუკოვოს“ აეროპორტის საჰაერო სივრცე დაიხურა. მანამდე ძლიერი ხანძარი იყო. მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში. სამივე ამ შემთხვევას დრონების თავდასხმას უკავშირებენ.
რაც შეეხება უკანასკნელ აფეთქებას, ტელეგრამ არხ „ბაზას“ და ტელეარხ 360-ის ცნობით, მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, კარამიშევსკაიას სანაპიროს მიდამოში დრონის მსგავსი ობიექტი ჩავარდა.
აფეთქების ხმა გაიგო მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკის მოსახლეობამაც, რომელიც კარამიშევსკაიას სანაპიროდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
დრონის მსგავსი ობიექტი ასევე იპოვეს ნოვორიჟსკოეს გზატკეცილთან.
რუსეთი დრონებით შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
ინფორმაციისთვის, დღეს, 11 აგვისტოს, კალუგის ოლქში ხანძარი, გუბერნატორმა მეხის ჩავარდნას დაუკავშირა.