რუსეთმა უკრაინის ცხრა კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl.org-ი ავრცლეებს.
სანქციები "საგანგებო ეკონომიკური ზომების" ფარგლებში დაწესდა. სანქციების დაწესების შესახებ განცხადება 12 თებერვალს, გვიან გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო უკრაინის ხომალდების მშენებელ კომპანია Craneship-ს, ბუქსირის ფირმა Donmar-ს, ტვირთების ოპერატორ Transship-ს და ფოლადის მწარმოებელ კომპანია Maxima Metal-ს.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სანქციების დაწესების მიზეზები.
ამ ნაბიჯით რუსეთის მიერ სანქცირებული უკრაინული კომპანიების საერთო რაოდენობა 84-ს გაუტოლდა.
უკრაინის მხრიდან ახალ სანქციებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა.