ოკუპირებული ყირიმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის მტკიცებით, შაბათს ქერჩის სრუტეში, შავ ზღვაში კიდევ ერთი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
აქსიონოვმა განაცხადა, რომ შაბათს ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
სოციალური მედიის პლატფორმებზე გავრცელებულ ფოტოები და ვიდეოებს აჩვენებს, რომ ხიდის მიმდებარედ თეთრი კვამლი ამოდის.
CNN წერს, რომ დამოუკიდებელი წყაროებით არ დაუდასტურებია სურათების ავთენტურობა.
გარკვეული კონტექსტი
ყირიმის ხიდი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რუსეთისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის საჭირო მარაგების გადასატანად.
კრემლის ნარატივში ქერჩის ხიდი ნიშნავს ყირიმის „გაერთიანებას“ რუსეთის მატერიკთან.
ოქტომბერში ხიდი ნაწილობრივ დაინგრა, როდესაც საწვავის ტანკერი აფეთქდა და გზის დიდი ნაწილი დააზიანა. კრემლმა კიევი ამ აფეთქებაში კიევი დაადანაშაულა. პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო უკრაინის უშიშროების სამსახურების მიერ ორგანიზებული "დივერსიული აქტი."
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.