Insider-ის ცნობით, გვინეამ ეპიდემია გამოაცხადა, ქვეყანაში 2016 წლიდან ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გვინეის ქალაქ, გუეკეში ებოლას ვირუსით უკვე სამი ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს ცნობით, სამივე მათგანი იმ შვიდი დადასტურებული შემთხვევიდანაა, რომელიც ერთ-ერთ სოფელში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მათი კონტაქტების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ოთხივე ინფიცირებული პაციენტი იზოლირებულია.
აფრიკაში 2014-16 წლებში ვირუსით 28,000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა საიდანაც 11,000 გარდაიცვალა. გვინეის გარდა, გასულ კვირაში კონგომაც განაცხადა ებოლათი ინფიცირების შემთხვევების შესახებ.