მანჩესტერში ქუჩის არტისტმა AKSE-19-მა ლეგენდარული მუსიკოსის იენ კერტისის 6-მეტრიანი გრაფიტი დახატა.
მანჩესტერელი იენ კერტისი ლეგენდარული პოსტ-პანკ ბენდის Joy Division-ის ფრონტმენი იყო. 1980 წელს კერტისმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბენდის მეორე ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. ფრონტმენი წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა. გრაფიტი მენტალურ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაიხსნა.
"ჩემი გრაფიტის მესიჯია, თუ ცუდად გრძნობ თავს - ეძიე დახმარება", – ამბობს ავტორი.