"რესტორნებისთვის, შესაძლოა, სტაფის ტესტირება სავალდებულო გახდეს", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრა განაცხადა, ამ და სხვა საკითხებზე ის რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელებს, რომელიც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.
„მუშაობის პროცესი მიმდინარეობს და ვერ ვიტყვი წინასწარ რაზე ვმსჯელობთ, თუმცა, სტაფის სავალდებულო ტესტირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
ეს არა მარტო სამედიცინო მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, კარგი მარკეტინგული სვლაც იქნება რესტორნებისთვის, რადგან მომხმარებელი, მათ შორის უცხოელებიც უფრო ესტუმრებიან რესტორანს და სასტუმროს, რომელშიც ეცოდინებათ, რომ თანამშრომლები პერიოდულად იტესტებიან. ეს უცხოეთში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ამის შესასრულებლად ყველაფერი გვაქვს, მათ შორის სახელმწიფოს მხარდაჭერაც“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თანამშრომლების სავალდებული ტესტირებას სავაჭრო ცენტრები და ბაზრები ახორციელებენ.